გორის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, საკრებულოს უხუცესი წევრი, ლიანა ოქროპირიძე უძღვება.

საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, გორის #32 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, სამანდატო და ხმის დამთვლელ დროებით კომისიებს აირჩევენ, შემდეგ კი მოხდება თავმჯდომარის არჩევა.

საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევენ თავმჯდომარის მოადგილეებს.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 40 წევრისგან დაკომპლექტდა. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, ახლად არჩეულ საკრებულოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 38 წევრი შევიდა. ასევე, 4%-იანი ბარიერი გადალახა და საკრებულოში თითო წევრი ჰყავს ოპოზიციურ პარტიებს - „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს, 25 მაჟორიტარულ ოლქში 25-ვე მანდატი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მოიპოვა,

საბოლოოდ, გორის მუნიციპალიტეტის 40 წევრიან საკრებულოში 38 წევრი „ქართული ოცნებიდან“ არის ორი მანდატი კი ოპოზიციას ერგო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება