ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელს დღეს შეიტანს

საკონსტიტუციო სასამართლოში, სამი ოპოზიციური ძალის: „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შევა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სარჩელის მთავარი მიზანი საქართველოში ანტიკონსტიტუციური, დესტრუქციული, სახელმწიფოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი პოლიტიკური პარტიების და ქმედებების აკრძალვაა.

„სარჩელი უნდა შევიდეს დღეს. მოგეხსენებათ, რომ პროცედურულად ისეა, რომ მაქსიმუმ, 9 თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რა თქმა უნდა, მერე შეიძლება ვიმსჯელოთ შედეგებზე, მაგრამ მიზანი ამ სარჩელისა, უფრო ფართოდ რომ დავინახოთ, არ არის, ვთქვათ, რომელიმე პარტიების აკრძალვა. ამ სარჩელის მთავარი მიზანი არის რომ საქართველოში მოხდეს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე ანტიკონსტიტუციური, დესტრუქციული, სახელმწიფოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი პოლიტიკური პარტიების და ქმედებების აკრძალვა და იმ სტანდარტის დამკვიდრება, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლოს ქვეყნის დაზიანება სწორედ დემოკრატიის ძირის გამოთხრით, კონსტიტუციური ინსტიტუციების ჩამოშლის, ხალხის ნების უგულებელყოფის გზით“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის