ზურაბ აბაშიძე საკრებულოს ოპოზიციას - ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის, მე ყველას თავმჯდომარე ვარ - მინდა მწამდეს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას

მინდა მჯეროდეს და მწამდეს, რომ ჩვენ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისი განმარტებით, სამწუხაროა, რომ ბოლო წლები ოპოზიციამ ბოიკოტის რეჟიმში გაატარა და პრაქტიკულად, ისინი საკრებულოში წარმოდგენილი არ იყვნენ.

„მინდა მივესალმო ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვუსურვო მათ წარმატებები საკრებულოს მუშაობაში. მინდა მჯეროდეს და მწამდეს, რომ ჩვენ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ვართ მზად და ღიად იმისთვის, რომ თქვენთან მუშაობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ თქვენი გამოთქმული მოსაზრებები, პოზიციები, შეხედულებები აუცილებლად იქნება ჩვენ მიერ გაზიარებული, იქნება მსჯელობა. ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის. მე, საკრებულოს თავმჯდომარე ყველას თავმჯდომარე ვარ. სამწუხაროდ, წინა გამოცდილება ასეთი არ იყო. არა ჩვენი, არამედ ოპოზიციის მხრიდან, რომელმაც პრაქტიკულად, ბოლო წლები ბოიკოტის რეჟიმში გაატარა და პრაქტიკულად ჩვენ მათ აქ ვერ ვხედავდით. შედეგიც სახეზეა- ჩვენ ვართ წარმოდგენილი საკრებულოს 45 წევრით და ოპოზიციის მხოლოდ 5 წევრია დღეს საკრებულოში წარმოდგენილი“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მან მადლობა გადაუხადა თბილისის მოსახლეობას, ასე საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს გაცემული დაპირებების შესასრულებლად.

„მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას. იმ ადამიანებს, რომლებმაც დაიჯერეს და დღესაც სჯერათ ჩვენი პოლიტიკური ძალის. მოვიდნენ 4 ოქტომბრის არჩევნებზე და გამოგვიცხადეს ნდობა თითოეულ ჩვენგანს და ჩვენ დაგვაკისრეს ეს დიდი პასუხისმგებლობა. იყო დედაქალაქის საკრებულოს წევრი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ორმაგი პასუხისმგებლობაა, რომ გახდე საკრებულოს თავმჯდომარე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ ნდობისთვის. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობას, დედაქალაქის მერს გამოცხადებული ნდობისთვის. მინდა, რომ თქვენთან ერთად მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძალიან ნაყოფიერი, პროდუქტიული სამუშაო განვახორციელოთ იმიტომ,რომ ჩვენ გვაქვს გაცემული ძალიან ბევრი დაპირება ჩვენი მოქალაქეებისთვის“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება