„გახარია საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე - დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში - ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას

ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა და პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა აკაკი გვიანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პედაგოგიურ საქმიანობას გააგრძელებს.

„დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში. დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამომრჩეველსა და გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა.

ამ ეტაპისთვის ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას. ვაპირებ მეტი დრო დავუთმო სწავლის გაგრძელებასა და პედაგოგიურ საქმიანობას.

წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი მართალი საქმისთვის.

ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად.

თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის“, - აცხადებს აკაკი გვიანიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს