ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა კომბინირებული იერიშისას 650-ზე მეტი დრონი და 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა

რუსეთმა კომბინირებული იერიშისას 650-ზე მეტი დრონი და 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის თავდასხმის შემდეგ ჩვენს ბევრ ოლქში სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს კომპლექსური, კომბინირებული იერიში იყო, რა დროსაც მტერმა 650-ზე მეტი დრონი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. ბევრი მათგანის ჩამოგდება მოხერხდა, თუმცა დარტყმებიც იყო“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„რუსეთი ადამიანების სიცოცხლის წინააღმდეგ თავის ტერორისტულ ომს აგრძელებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა მსგავსი თავდასხმა რუსეთს უკან კონკრეტული შედეგებით დაუბრუნდეს - სანქციებითა და რეალური ზეწოლით“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო