გიორგი შარაშიძე - ვერავის დავუწყებთ ბოდიშის მოხდას იმისთვის, თურმე როგორ გავბედეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი აკრძალვის საბაბი „ოცნებისთვის" არ მიგვეცა - გაუგებარია პარტიების აღშფოთება, თავად აიკრძალეს თავი

ნამდვილად ვერ დავუწყებთ ვერავის ბოდიშების ხდას იმისთვის, თურმე, პოლიტიკურმა პარტიამ როგორ გავბედეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ "ოცნებისთვის" არ მიგვეცა ჩვენი აკრძალვის საბაბი - რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებდით, მომავალშიც გავაკეთებთ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ" და "კოალიცია ცვლილებისთვის" საკუთარი თავი თავად აიკრძალეს.

„პოლიტიკური პარტია უნდა დაამარცხო არჩევნებით. პარტია კი არ უნდა გააუქმო, პარტია უნდა დაამარცხო, მაგრამ "ოცნება" რასაც აკეთებს, ეს უკვე მისი ალოგიკურობის ამბავია.

ამ პარტიებმა, ფაქტობრივად, საკუთარი თავი თავად აიკრძალეს. ისინი ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში "ოცნებასთან ბრძოლაში არაფერს აქვს აზრი, გარდა ქუჩისა. მაშინ რაღაში სჭირდებათ პარტია?! ჩვენთვის ცოტა გაუგებარია ამ პარტიების ასეთი აღშფოთებაც. თავად აიკრძალეს თავი, თავად თქვეს, არ გვინდა არჩევნებიო, ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერს აზრი არ აქვსო.

ჩვენ არ ვართ ქუჩის პოლიტიკოსები და დამხობის მომხრე პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ არა თუ მათზე ნაკლებად არ გვინდა რეჟიმის დამარცხება, არამედ მათზე გაცილებით მეტად გვინდა, მაგრამ ტაქტიკა და სტრატეგია სხვა გვაქვს. ნამდვილად ვერ დავუწყებთ ვერავის ბოდიშების ხდას იმისთვის, როგორ გავბედეთ თურმე პოლიტიკურმა პარტიამ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ "ოცნებისთვის" არ მიგვეცა საბაბი ჩვენი აკრძალვის. რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებდით, მომავალშიც გავაკეთებთ," - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო