პიტ ჰეგსეტი - პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ომის დეპარტამენტმა ნარკოტიკების გადამზიდ კიდევ ერთ ნავზე დარტყმა განახორციელა

აშშ-მა წყნარ ოკეანეში კიდევ ერთ ნავს დაარტყა, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა. დაღუპულია 4 ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის თავდაცვის მდივანზე, პიტ ჰეგსეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ომის დეპარტამენტმა ნარკოტიკების გადამზიდ კიდევ ერთ ნავზე ლეტალური კინეტიკური დარტყმა განახორციელა. ნავზე ოთხი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა, რომლებიც საერთაშორისო წყლებში განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპნენ. ამ დარტყმის შედეგად არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა“, - წერს პიტ ჰეგსეტი X-ზე.

მისი თქმით, „დასავლეთ ნახევარსფერო ნარკოტერორისტებისთვის უსაფრთხო აღარ არის“.

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნავებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს