გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს 10:00-იდან 10:05 და 11:55-იდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-იდან 14:00 საათამდე - აბონენტებს ქალაქ მცხეთაში სამხედროს, სანაპიროს, გმირის, ღვინჯილიას, მუხრანის, შრომის, აღმაშენებლის ქუჩებზე, წიწამურში, საგურამოში.

11:00-იდან 19:00 საათამდე, ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ოძისი, ბაქაქურები, ჭაშა, მჭადიჯვარი, ხევშა, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ქავთარაანი და მიმდებარე სოფლებში, ასევე, ახალგორის რაიონის სოფლებში - ახმაჯი, ნაგომევი, ხარბალი.

11:00-იდან 18:30 საათამდე, დენი გამოირთვება ზაჰესში თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის, ჭიჭინაძის, კასკადის, წინამძღვრიშვილის, ცქიტიშვილის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება