აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახაზინო მდივან, სკოტ ბესენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ბესენტმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩინეთმა TikTok-ის ამერიკულ აქტივებზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეთანხმება დაამტკიცა.

მოსალოდნელია, რომ TikTok-ის ამერიკული აქტივები ახალ კომპანიას გადაეცემა, რომელიც ძირითადად ამერიკელი ინვესტორების ხელში იქნება, ხოლო ჩინური ByteDance-ის წილი 20%-ზე ნაკლები იქნება, როგორც ამას ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ამერიკული კანონი მოითხოვს.

“კუალა-ლუმპურში საბოლოოდ შევაჯერეთ TikTok-ის თაობაზე შეთანხმება ჩინეთის მხრიდან დასტურის მიღების მხრივ, მოველი, რომ მისი რეალიზაცია უახლოეს კვირებსა და თვეებში მოხდება და საბოლოოდ ამ საკითხის მოგვარებას დავინახავთ”, - განაცხადა ბესენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს