საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა და არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის (ა.წ. IV-VIII სს) ერთ-ერთი უნიკალური ძეგლის - გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრით სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომელიც სოფელ გურიანთაში ერთი თვის განმავლობაში, ოქტომბრის ბოლომდე მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ქრისტინე კორძაძე, გიგა ვარსიმაშვილი, ომარ შუბითიძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, თემურ კენჭოშვილი და სანდრო კოპალეიშვილი, ასევე დოქტორანტები - ალექსანდრე ნაზღაიძე და თამთა ჭოველიძე მონაწილეობდნენ. არქეოლოგიურ სამუშაოებს ცნობილი არქეოლოგები, სტუ-ის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორები - ვაჟა სადრაძე და მერაბ ძნელაძე ხელმძღვანელობდნენ.

როგორც სტუ-ის არქეოლოგიური ექსპედიციის მენტორები აღნიშნავენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე სამუშაოების ჩატარების ძირითადი მიზანი ცალკეული ობიექტის გეგმარების დაზუსტება და მათი საკონსერვაციო-სარესტავრაციოდ მომზადება იყო.

მეცნიერთა განმარტებით, სამუშაოები, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ჩაატარეს, მოიცავდა ადრე შუასაუკუნეების ხანის ისტორიული ნაქალაქარის გალავნის, აკროპოლისის ნაშთის, სამნავიანი ბაზილიკის, მარტირიუმისა და კოშკების გათხრა-გაწმენდას, შესწავლას, დაზვერვით და აგეგმვით სამუშაოებს, რაც ახალგაზრდებმა უდიდესი პასუხისმგებლობით შეასრულეს; შესაბამისად, გურიანთა-ვაშნარის IV-VIII საუკუნეების ძეგლის კონკრეტული მონაკვეთები საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის.

გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა და ექსპედიციის მონაწილე სტუდენტების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ალექსანდრე სიჭინავა. მისი თქმით, საველე სამუშაოების პროცესში არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს და ადრე შუასაუკუნეების ხანის ძეგლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოიძიეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ჩვენი ფაკულტეტის ცნობილი მკვლევრების - მერაბ ძნელაძისა და ვაჟა სადრაძის მენტორობით ჩატარდა, მრავალ შრომატევად და სკრუპულოზურ სამუშაოს მოიცავდა. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ყველა სამუშაოს ზედმიწევნით კარგად გაართვეს თავი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უშუალო მხარდაჭერით, ექსპედიცია შესანიშნავად იყო მომზადებული. ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იყვნენ საჭირო ეკიპირებით, საპრეპარაციო იარაღებით, კვებითა და ტრანსპორტით. მნიშვნელოვანია, რომ საველე პირობებში მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე გატარებული ერთი თვე, რომელიც აღსავსე იყო შთაბეჭდილებებით და ახლის შემეცნებით“,- განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ.

სტუ-ის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა და მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის მასალები და შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალ „ალმანახში“ გამოქვეყნდება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო