საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია HiPP-ის დამფუძნებელ დოქტორ კლაუს ჰიპს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, ასევე სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მეცენატს, ცნობილ გერმანელ ხელოვანსა და მეწარმეს, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HiPP-ის დამფუძნებელს, დოქტორ კლაუს ჰიპს შეხვდნენ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კომპანია HiPP-ის დამფუძნებელმა ახალგაზრდებს უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის ჩასატარებლად ახალი თემა შესთავაზა.

სტუდენტებთან შეხვედრაზე დოქტორმა ჰიპმა მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის პროდუქტის დიზაინის შექმნის პროცესზე, დიზაინერებისა და მარკეტერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე, შემოქმედებითი ფანტაზიისა და კრეატიულობის განვითარებაზე. შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი კი სტუდენტებისთვის ახალი საკონკურსო თემის გაცნობას დაეთმო - მათ გეომეტრიული ფიგურებისგან ორიგინალური დიზაინის ან ახალი პროდუქტის შექმნა მოუწევთ.

დოქტორი ჰიპის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, მიეცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც მიიჩნევს, რომ ინოვაციური იდეების გენერირება შეუძლია. კონკურსის ავტორის თქმით, გამარჯვებულ ახალგაზრდას ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HiPP-ის სახელით, ფულადი ჯილდო გადაეცემა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ახობაძე აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს