გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

“ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ, იუნუს ომარჯის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ძლიერი საქართველო” ავრცელებს.

მათივე ცნობით, Euronest-ის ფარგლებში, გრიგოლ გეგელიამ სიტყვით მიმართა ასამბლეის წევრებს, შეხვდა ევროპარლამენტარებს - სერგეი ლაგოდინსკის, რასა იუკნევიჩიენეს, დან ბარნას, რიჰო ტერასს, ოლივერ შენკს. ასამბლეის მსვლელობისას, გეგელია ასევე შეხვდა ევროპული კომისიის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს.

„ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრებისას განიხილეს საქართველოში არსებული „მძიმე პოლიტიკური ვითარება, შეცვლილო საგარეო კურსი, პოლიტიკური რეპრესიები და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები“.

“ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტები სრულად დგანან ქართველი ხალხის მხარეს. ჩვენი დემოკრატიული ბრძოლის ხმა შესმენილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი პროტესტისა და ბრძოლის სახელით, რასაკვირველია კიდევ ერთხელ მოვუწოდე, ჩვენს პარტნიორებს კიდევ უფრო მეტი კონკრეტული ქმედებისა და მხარდაჭერისკენ”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება