იოჰან ვადეფული - კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული იარაღის მქონე ხუთივე სახელმწიფომ ბირთვული იარაღის გამოცდასთან დაკავშირებული მორატორიუმის დაცვა გააგრძელოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული აშშ-სა და რუსეთს მოუწოდებს, ბირთვული იარაღის გამოცდა არ ჩაატარონ.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული იარაღის მქონე ხუთივე სახელმწიფომ გააგრძელოს ბირთვული იარაღის გამოცდასთან დაკავშირებული მორატორიუმის დაცვა. მოვუწოდებ მათ: მორატორიუმი უნდა შენარჩუნდეს”,- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მოწოდება ასევე ეხება ჩრდილოეთ კორეას, ერთადერთ სახელმწიფოს, რომელიც 21-ე საუკუნეში ბირთვული იარაღის გამოცდას ახორციელებს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, უფრო რეაქციაა იმაზე, რომ რუსეთმა წარსულში გამოიყენა ბირთვული ძრავის მქონე სისტემები”.

მისი განმარტებით, გერმანიის მთავრობას ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმის, თუ რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი.

„ეს საკითხი ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან განსახილველია. ამ ეტაპზე, არ მგონია, რომ საუბარი იყოს ბირთვული ტესტების დაუყოვნებლივ განახლებაზე, რაც, სხვათა შორის, მნიშვნელოვან მომზადებას მოითხოვს“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს დაავალა, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს