თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მეექვსედ დააჯილდოვა. ჯილდო თიბისი კონცეპტისა და თიბისი Wealth Management-ის მიმართულებებს გადაეცათ, რომლებიც მომხმარებლებს მათს მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ, მუდმივად განვითარებად, თანამედროვე სერვისსა და პროდუქტებს სთავაზობენ.

გამარჯვებულები ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. საბჭომ გადაწყვეტილება მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ აპლიკაციებზე, ბაზრის მოთამაშეებისგან მოპოვებულ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით მიიღო.

“პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო თიბისისა და მისი გუნდის ძალისხმევის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა. ეს ადასტურებს, რომ წარმატებით ვპასუხობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და ვთავაზობთ მათზე მორგებულ მომსახურებას - ციფრულ და ინოვაციურ პროდუქტებს, შეუფერხებელ სერვისს და მრავალფეროვან საინვესტიციო შესაძლებლობებს. შედეგად, თიბისი მომხმარებლებთან პარტნიორულ ურთიერთობებს აყალიბებს და მთავარი მხარდამჭერია მათი ფინანსური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„დღეს კერძო საბანკო საქმიანობაში წარმატებისთვის საჭიროა, არამხოლოდ კარგი საინვესტიციო შედეგები, არამედ სიღრმისეული გააზრება, თუ რა მიზნები და სურვილები აქვთ მომხმარებლებს. წელს ის ფინანსური ინსტიტუტები და ორგანიზაციები დავაჯილდოვეთ, რომლებიც ახერხებენ მათი გუნდის პროფესიონალური ჩართულობითა და ციფული სერვისების მეშვეობით, დაეხმარონ მომხმარებლებს, სწორად მართონ კაპიტალი სწრაფად ცვალებად გარემოში“, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება