ირაკლი კობახიძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის ქვეყნის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის ქვეყნის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, რომ იმ ნაბიჯებით, რომელიც იდგმება, ამ მიზანს მთავრობაა უცილებლად შეასრულებს.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ პრივატიზაციის ნაწილში პრაქტიკა მთლიანად შევცვალეთ. ყველაფერი გამოდის აუქციონზე იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს სახელმწიფომ და ბიუჯეტმა. ნებისმიერი პრივატიზაციიდან, კადრების ოპტიმიზაციის მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა წლიურ ჭრილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოებში ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით გაკეთდა ძალიან ბევრი რამ და დაახლოებით 700 მლნ არის დანაზოგი ამ ოპტიმიზაციის შედეგად რა თქმა უნდა, მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის ქვეყნის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა. ვფიქრობ, რომ იმ ნაბიჯებით, რომელიც იდგმება, ამ მიზანს აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო