კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრი, მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრი, მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა.

„GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან ერთად, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან თბილისსა და რეგიონებში პერმანენტულად მართავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება