ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას ბრალდებას ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას ბრალდებას ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გაბუნიას ადვოკატმა გურამ გვენცაძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არ მოუნახულებია, შესაბამისად, მისი პოზიცია წარსადგენ ბრალთან დაკავშირებით უცნობია.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გაბუნიას სახლია ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება