მრავალწლიანი გამოცდილება, ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ავეჯის მწარმოებელ კომპანია Op-Art-ს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ საიმედო პარტნიორად აქცევს. Op-Art-ის ისტორიაში პირველი გარდატეხა 2021 წელს მოხდა, როდესაც ევროპული დანადგარებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნა. ამჟამად კი კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
„Op-Art დაარსდა 2007 წელს ერთი მიზნით — საქართველოში შეგვექმნა ისეთი ავეჯი და ინტერიერული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხარისხითა და დიზაინით ევროპულ სტანდარტებს გაუტოლდებოდა. გვინდოდა, ქართული ოჯახებისთვის და ბიზნესებისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი ნაწარმი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ხარიხიანი, გამძლე და ფუნქციური. სამზარეულო თავიდანვე გახდა ჩვენი განსაკუთრებული ფოკუსი, რადგან ეს არის სახლის ყველაზე ემოციური სივრცე — ადგილი, სადაც ყოველდღიური ცხოვრება იწყება“, – აღნიშნავს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში Op-Art-ის დირექტორი ქეთი კუხალაშვილი.

მოგვიყევით კომპანიის შექმნის ისტორია
პირველი ნაბიჯები იყო პატარა, მაგრამ ამბიციური: რამდენიმე სამზარეულო, რომლებმაც მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა. წლების განმავლობაში ეს ნდობა გადაიზარდა მასშტაბურ წარმოებაში და დღეს Op-Art უკვე ასოცირდება ქართულ პრემიუმ ბრენდთან, რომელსაც უკვე 18 წელია ენდობიან.
ჩვენთვის გარდამტეხი იყო 2021 წელი, როდესაც თანამედროვე საწარმო გავხსენით. 7000 2მ-ზე განთავსებული ობიექტი ევროპული დანადგარებითა და ხელსაწყოებით არის აღჭურვილი. კომპანიამ შეძლო წარმოების მასშტაბის გაზრდა და ხარისხის კიდევ უფრო სტაბილური უზრუნველყოფა. ამან Op-Art-ს მისცა შესაძლებლობა, ერთდროულად ემსახუროს როგორც დიდ კორპორაციულ პროექტებს, ისე კერძო და მასშტაბურ დაკვეთებს.
რას გვეტყვით კომპანიის საქმიანობის მთავარ პრინციპებზე?
ყველა გადაწყვეტილების საფუძველში დგას: ხარისხი — პროდუქტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს; ეკოლოგიურობა — მასალები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოსთვის; ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული პროექტი იქმნება კონკრეტული სივრცისა და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებით და სრული ციკლი — დიზაინიდან და წარმოებიდან, ტრანსპორტირებამდე და მონტაჟამდე.
ამ ღირებულებების ერთგულება კი სრულად ჩვენი გუნდის დამსახურებაა. დიზაინერები, ინჟინრები, ტექნოლოგები და მონტაჟის ჯგუფები მუშაობენ, როგორც ერთიანი ორგანიზმი. სწორედ ეს არის ჩვენი კომპანიის მთავარი საყრდენი და ძალა. თითოეულ პროექტს ბევრი ხელწერა აქვს, მაგრამ საბოლოოდ ეს ერთიან პროდუქტად იქცევა. გუნდის ერთგულება და პროფესიონალიზმი განაპირობებს იმას, რომ Op-Art-ის ნამუშევარი ყოველთვის გამოირჩევა.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს და რა არის თქვენი უპირატესობები კონკურენტებთან შედარებით?
ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც კერძო პირები, რომლებსაც სურთ განსხვავებული და მაღალი ხარისხის პროდუქტები, ასევე კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებსაც სჭირდებათ მასშტაბური და ერთიანი დიზაინ-გადაწყვეტილებები.
Op-Art დღეს არის სრული ციკლის კომპანია, რომელიც ქმნის:
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მომხმარებლებისთვის სრული სერვისის შეთავაზებაა: იდეიდან და დიზაინიდან, წარმოებამდე და მონტაჟამდე — ყველაფერი ერთ სივრცეში. ეს ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგი არის არა მხოლოდ ხარისხიანი, არამედ ჰარმონიული და ერთიანი.

როგორია ავეჯის წარმოების პროცესი? რა ეტაპებს მოიცავს ის შეკვეთის მიღებიდან პროექტის ჩაბარებამდე?
ჩვენთან თანამშრომლობა იწყება კონსულტაციით. შემდეგ მოდის აზომვა და 3D ვიზუალიზაცია - დიზაინი, სადაც დამკვეთი რეალურად ხედავს, როგორ გამოიყურება მომავალი ინტერიერი. დიზაინის შერჩევაში ჩვენი გუნდი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და რჩევებს აწვდის დამკვეთს და საბოლოოდ მათზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. ამის შემდეგ ირჩევა მასალები, იწყება წარმოება, ხარისხის კონტროლი და ბოლოს — მონტაჟი.
მონტაჟის დროს მიმდინარეობს პირდაპირი ე.წ. LIVE-ი და დამკვეთი ონლაინ რეჟიმში ხედავს თუ როგორ იქმნება მის თვალწინ სილამაზე და ფუნქციურობა. ეს არის გზა, რომელიც მთლიანად ჩვენს გუნდზე გადის, რათა მომხმარებელმა მიიღოს მზა შედეგი ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
აქვე დავამატებ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასალების ხარისხსა და ეკოლოგიურობას. ვიყენებთ MDF-ს, ბუნებრივ შპონს, მასიურ ხეს და იტალიურ საღებავებს, რომლებიც სერტიფიცირებულია უსაფრთხოებისა და გამძლეობის კუთხით. დიზაინში კი ვეძებთ ბალანსს — თანამედროვე და პრაქტიკულ სტილს, რომელიც ყოველთვის ერგება კონკრეტულ სივრცეს.
როგორია კომპანიის განვითარების გეგმები?
ჩვენი სტრატეგია მუდმივი ინოვაცია და განვითარებაა — ახალი მასალების, ტექნოლოგიებისა და მოდულური სისტემების მოძიება და დანერგვა. პარალელურად, ვმუშაობთ ექსპორტზე გასვლაზე. ჩვენი მიზანია, რომ ქართულმა პროდუქტმა დაიკავოს ღირსეული ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
პირველი ნაბიჯები დაგეგმილია როგორც ჩვენი რეგიონის, ისე ოკეანის გადაღმა - კანადის ბაზარზე. ეს არის ქვეყნები, სადაც მოთხოვნა მაღალია ხარისხიან და ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მქონე ინტერიერზე. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი, ქართული წარმოება, თავისი სტანდარტებითა და დიზაინით, კონკურენტუნარიანია.
(R)