ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა შიმშილობა დაიწყო

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველმა, დარია სამოდუროვამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, მას მსჯავრდებულმა გრიბულმა დღეს დაურეკა და შიმშილობის დაწყების თაობაზე აცნობა.

ადვოკატის განმარტებით, შიმშილობის დაწყების მიზეზი არტემ გრიბულის მეუღლის, მსჯავრდებულ ანასტასია ზინოვკინას მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ქმედებები გახდა.

„დილით დამირეკა. მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანასტასია ზინოვკინას მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში არაადამიანურად მოეპყრნენ. აღნიშნული მან მის მეგობარს მოუყვა და ინფორმაცია გავრცელდა. მას ვესაუბრე და ეს ფაქტი ზინოვკინამ დამიდასტურა. ამ ფაქტის შესახებ გრიბულმა ტელევიზიიდან შეიტყო, დამირეკა, საკმაოდ ემოციურად იყო, დავამშვიდე, თუმცა, მითხრა, რომ შიმშილობა დაიწყო. მისი მოთხოვნაა, გამოვლინდეს ვინც ანასტასია ზინოვკინას არაადამიანურად მოეპყრო, სამსახურიდან გათავისუფლდეს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს",- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმრი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ, 8.5-8.5 წელი აქვთ მისჯილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება