თემურ ჭყონია - რაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, მაგრამ ასეთი დიდი კორუფცია თუ არსებობდა, ვერ წარმომედგინა, ვერც ის, საქართველოში ამხელა თანხები თუ არსებობდა, მოსაპარადაც, არათუ საშოვნელად

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, მას ვერ წარმოედგინა საქართველოში ამხელა კორუფცია თუ იყო.

ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრამდე, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებისა და მათი ნაწილის მისამართით დაწყებული სამართლებრივი პროცედურების შეფასებისას განუცხადა.

„ის, რომ ამხელა კორუფცია იყო, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, ასეთი დიდი კორუფცია ვერც წარმომედგინა თუ არსებობდა. ვერც ის, საქართველოში ამხელა თანხები თუ არსებობდა, მოსაპარადაც, არათუ საშოვნელად. ძალიან დიდი თემაა. რა დონეზე შეჩერდება ეს კორუფცია, არ ვიცი. სულ მაღალ ეშელონებში იქნება, ვთქვათ დავლენ გამგებლების, პარლამენტში არსებული მილიონერების დონეზე თუ არ ვიცი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, პრემიერ- მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო „პარაგრაფში“ მიმდინარეობს. შეხვედრაზე ბიზნესმენებმა მთავრობის მეთაურთან ერთად განათლების დაგეგმილი რეფორმა უნდა განიხილონ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა