ადვოკატის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი ზაზა ბროლაძე შიმშილობს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი ზაზა ბროლაძე შიმშილობს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ბროლაძის ადვოკატმა გურანდა ქურდოვანიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ბროლაძეს მხედველობის პრობლემა აქვს.

„ჩემი დაცვის მყოფი ზაზა ბროლაძე მოვინახულე, მას მხედველობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, ხელოვნურ ცრემლს მოიხმარს, ექიმს სთხოვა მისთვის მიეცა, მაგრამ ბროლაძეს უთხრეს, რომ მედიკამენტს სამედიცინო დოკუმენტის გარეშე ვერ მისცემდნენ",- განაცხადა ქურდოვანიძემ.

დანარჩენი დაკავებულები - იოსებ ხეოშვილი, კახა ჯაფარიძე და რეჟისორი თორნიკე თიკარაძე ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ მოინახულა. როგორც ის აღნიშნავს, ერთ-ერთი დაკავებული პირი შშმ არის, მას ყოველდღიურად სჭირდება წამლები. ადვოკატის თქმითვე, მას იზოლატორში უთხრეს, რომ საჭიროებისამებრ მედიკამენტებით უზრუნველყოფდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს