კახა კალაძე - ძალიან მაგარია, რომ არაბული EMAAR ჯგუფი შემოდის - არანაირი საფრთხე არ არსებობს, ჩვენ გვაქვს კანონები, კონსტიტუცია, ჩვენი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან და მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში EMAAR-ის შემოსვლასა და ქვეყანაში 6 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას არავითარი საფრთხე არ ახლავს. მისი თქმით, ქვეყანას და მის მოსახლეობას იცავს შესაბამისი კანონები და კონსტიტუცია.

კალაძემ ასე უპასუხა კრწანისის ტყე-პარკში არაბული საინვესტიციო კომპანიის, EMAAR ჯგუფის მიერ დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, კერძოდ კი იმას, შეუქმნის თუ არა ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოგრაფიულ ბალანსს საფრთხეს ის ფაქტი, რომ საცხოვრებელი კომპლექსის ფართი ძირითადად უცხოელებზე გაიყიდება.

კალაძის განმარტებით, თბილისთან ახლოს განხორციელდება 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, რაც საამაყოა იმ კუთხითაც, რომ ეს დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას.

„თავიდან საუბრობდნენ იმაზე, რომ შეუძლებელია EMAAR – მსოფლიოს ასეთი უდიდესი კომპანია, შემოვიდეს საქართველოში. გვადანაშაულებდნენ ტყუილში, თითქოს ჩვენ ვავრცელებდით არასწორ ინფორმაციას. შესაბამისად, ძალიან მაგარია, რომ აღნიშნული კომპანია შემოდის საქართველოში, ახორციელებს 6 მილიარდის ინვესტიციას. არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში გვაქვს კანონები, ქვეყანაში გვაქვს კონსტიტუცია. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ყოველთვის იქნება დაცული ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. თვითონ ინვესტიციას რაც შეეხება, დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია თბილისთან ახლოს განხორციელდება. პროექტს რაც შეეხება, უშუალოდ შინაარსობრივად, ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება პრეზენტაცია, დასამალი აქ არაფერი არ არის. ამ მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მე არ მახსოვს ქვეყანაში როდის განხორციელებულა. არასდროს! საამაყოა იმ კუთხითაც, რომ დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქალაქთან ახლოს გაჩნდება სწორად განხორციელებული პროექტი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, არაბულ საინვესტიციო ჯგუფს თბილისში 590 ჰექტარი და ბათუმში 260 ჰექტარი მიწა გადაეცა. EMAAR ჯგუფი 6.6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ინვესტიციის ერთი ნაწილი კრწანისის ტყე-პარკში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩაიდება.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში