ირაკლი კობახიძე PACE-ს მომხსენებლების განცხადებაზე - წარმოუდგენელი რამეა, როცა სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი - როგორ შეიძლება, ევროპულ ბიუროკრატიას ასე ეშინოდეს სამართლის? ამას ვერ გავყვებით

წარმოუდგენელი რამეა, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

პრემიერის თქმით, დაცული იქნება ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური პროცედურა.

„წარმოუდგენელი რამეა, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი. აბსოლუტურად გაუგებარია. როგორ შეიძლება, ასე ეშინოდეს ვიღაცას სამართლის. საუბარია სასამართლოსადმი მიმართვაზე და ამის აკრძალვა უნდათ ვიღაცებს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გავყვებით. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ პროცედურას. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ პროცედურას და ასე ვიმოქმედებთ. არ შეიძლება, ასე ეშინოდეთ კონკრეტულ ადამიანებს სამართლის, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა