ირაკლი რუხაძე - არ ვამბობ, კორუფცია არ ხდებათქო, მაგრამ ბიზნესი ამას ფართოდ ვერ ვხედავთ, მე არ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ არ შემხებია და ბიზნესი რატომ არ ლაპარაკობს? ოპოზიციური ბიზნესიც არ წუწუნებს - უნდა გავიგოთ, ვინ, სად, რას აძლევდა, რას აკეთებდა

მე კი არ ვიძახი, [კორუფცია] არ ხდება-მეთქი, მე ვიძახი, რომ ბიზნესი ფართოდ ამას ვერ ვხედავთ... მე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ არ შემხებია და ბიზნესი რატომ არ ლაპარაკობს, ეს მაინტერესებს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რუხაძის თქმით, გასაკვირია, რომ კორუფციის ინდექსის თვალსაზრისით ქვეყანაში კარგი მაჩვენებელი ფიქსირდება, ამავე დროს კი, კორუფციის პრობლემაზე „ოპოზიციონერი ბიზნესმენებიც“ კი არ საუბრობენ და პრობლემის შესახებ განცხადებები მხოლოდ მთავრობის მხრიდან კეთდება.

„მე დღეს ჩამოვფრინდი, 07:00 საათზე, ვერ გავერკვიე, რა ხდება. კორუფციის ინდექსი იზომება, ქვეყნის ფარგლებში არის ფართომასშტაბიანი გაზომვა, სადაც ჩვენ ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ბიზნესი ამას პრობლემად მაინც და მაინც არ თვლის. ჩვენ ძალიან კარგი კორუფციის მაჩვენებელი გვაქვს, რომლითაც ჩვენ გვზომავენ. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია ბიზნესგარემო იმ კუთხით, რომ გვყავს ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელიც არის ოფიციალურად ოპოზიციის მხარდამჭერი და რომლებიც ასევე არ ლაპარაკობენ კორუფციაზე. მე არ გამიგია ანუ მთავრობა ლაპარაკობს მხოლოდ და როცა მხოლოდ მთავრობა ლაპარაკობს და ბიზნესმა არ ვიცით, რა ხდება, მე ჯერ უნდა გავიგო, ვინ იყო…“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მან უპასუხა კითხვასაც: რატომ არ იცოდა ბიზნესმა კორუფციის შესახებ.

„იმიტომ, რომ მე არ შემხებია, ისევე, როგორც არ ეხება ოპოზიციურ ბიზნესსაც თურმე. თქვენ გაგიგიათ? მაგალითი დამისახელეთ. კი არ გეკამათებით, უბრალოდ, გეუბნებით“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ერთ-ერთი კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მინისტრობის პერიოდში მას სთხოვდა ქრთამს, ირაკლი რუხაძის შეფასებით, ეს ძალიან ცუდია და ამის შესახებ პირველად გაიგო.

„საშინელია, ძალიან ცუდია, პირველად გავიგე და ძალიან ცუდია. კი, არის მაგრამ, ერთადერთი შემთხვევაა, ძალიან ცუდია და ახლა, პირველად გავიგე თქვენგან. მე კი არ ვიძახი, არ ხდება-მეთქი, მე ვიძახი, რომ ბიზნესი ფართოდ ამას ვერ ვხედავთ... ოპოზიციური ბიზნესი არ წუწუნებს, რომ კორუფცია გვაქვსო, მთავრობა ამბობს, რომ არის და უნდა გავიგოთ, რა არის. კორუფციას აქვს ორი მხარე, მარტო ამღები არაა კორუფცია, მიმცემიც კორუფციაა და ამიტომ უნდა გავიგოთ, ვინ, სად, რას აძლევდა, რას აკეთებდა და მე გავერკვევი. რა თქმა უნდა, ცუდია, საშინელებაა, რაზეა ლაპარაკი. როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს, ხელს უშლის ყველაფერს. მინდა გავერკვიო, რა კორუფციასთან გვაქვს საქმე. რატომ არ ლაპარაკობს ბიზნესი-მეთქი, ეგ მაინტერესებს. მე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ არ შემხებია და ბიზნესი, რატომ არ ლაპარაკობს?” - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რომელსაც ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე.

„ვის გამოართვა ღარიბაშვილმა ფული, შეგიძლიათ მითხრათ? ჰოდა, ეგ მინდა რომ გავიგო. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს[უკანონო შემოსავლის ლეგალიზება] მართლა, არ ვიცი. მე მინდა ბოლომდე გავერკვიო, რა ხდება ჩვენ თავს. ცუდია, რაც ხდება, მაგრამ ჯერ კარგად უნდა გამოვიძიოთ და მერე გავიგოთ, რა ხდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიზნესი ამას, ასე ვერ ვამჩნევთ. როგორც პროკურორს მეკითხებით, როგორც მოსამართლეს, თუ როგორ? როგორც ბიზნესი, მე ვერ ვგრძნობ-მეთქი ამას და ეგ მიკვირს“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა