ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია - ასეთ შემთხვევაში საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება

იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია. ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშს და ამ ანგარიშზე საქართველოს ხელისუფლების მოლოდინს შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ევროკავშირში პრაგმატულ პოლიტიკაზე გადავლენ, ეს იქნება ძალიან კარგი.

„ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. რაც შეეხება ევროკავშირს, სად იყო 28 ნოემბერი, როდესაც მანამდე, ზაფხულში, სტრატეგიული დიალოგი შეაჩერეს საქართველოსთან. რას ეფუძნებოდა ეს ყველაფერი? „აგენტების კანონის“ გამო კი არა, ეს იყო რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. თუ უნდოდათ ბუნდოვნად რევოლუციის მოწყობა, ეს სხვა საქმეა. ეს არ იყო გამჭვირვალობის კანონის გამო, რაც მათ უწოდეს. ამ კანონის შინაარსი იყო რა - რევოლუცია თუ უნდა ვინმეს, გამჭვირვალედ მაინც მოაწყოს ეს რევოლუცია, ამას ეხებოდა ეს კანონი. იქაც არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი. ეს არის დღევანდელი დამოკიდებულება. თუ პრაგმატულ პოლიტიკაზე გადავლენ, ეს იქნება ძალიან კარგი. თუ არადა, გავყვებით იმ პროცესს, რომელიც აქამდე მოგვყვება.

ჩვენ ველოდებით 2030 წელს და იმედი გვაქვს, რომ მანამდე ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები. იგივე რაც ხდება გერმანიის პარლამენტში. იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია. ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება. თუ ბიუროკრატია შეიცვლება, ასეთ შემთხვევაში, პირობებიც შეიცვლება და აღარ იქნება ის პირობები, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად: „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებასთან. სასამართლო რეფორმას რასაც უწოდებდნენ, ეგეც გულისხმობდა სასამართლოზე კონტროლის დაბრუნებას „ნაცმოძრაობის“ ხელში. ეს იყო სინამდვილეში რასაც ითხოვდნენ. თუ შეიცვლება მიდგომები, შეიცვლება პირობებიც“, - განაცხადა კობახიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო