საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი - თბილისში მოღალატეებს ხმას არ აძლევენ! მოღალატეებს საკრებულოში ადგილი არ ექნებათ - მინდა, გახარიას პარტიის ეს მაგალითი ახალგაზრდებმა კარგად გაითვალისწინონ

თბილისში მოღალატეებს ხმას არ აძლევენ! მოღალატეებს საკრებულოში ადგილი არ ექნებათ - მინდა, გახარიას პარტიის ეს მაგალითი ახალგაზრდებმა კარგად გაითვალისწინონ, - ეს განცხადება დედაქალაქის ახალარჩეული საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზურაბ ჩიკვილაძემ გააკეთა.

ჩიკვილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის წინა მოწვევის საკრებულოში ოპოზიცია 21 წევრით იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეს მხოლოდ ხუთნი არიან, რაც მისივე აზრით, კარგად ასახავს, რაც ქვეყანაში ხდება.

მისი შეფასებით, თბილისის დღევანდელ საკრებულოში არსებული სურათი აჩვენებს, რომ ოპოზიციამ 2028 წლის არჩევნებში შეიძლება ხმა საერთოდ ვერ მიიღოს და პარლამენტში ზუსტად ისე შევიდნენ, როგორც საკრებულოში არიან წარმოდგენილი.

„გამორჩეულია გიორგი გახარიას თემა. წინა არჩევნებზე თბილისის მოსახლეობამ გახარიას საშუალება მისცა, რომ საკრებულოში სამი წევრი ჰყოლოდა. დღეს მათ ვერ ვხედავთ. მათი შედეგი არის ნული. ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ თბილისში მოღალატეებს ხმას არ აძლევენ და მოღალატეებს საკრებულოში ადგილი არ ექნებათ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება