კახა კალაძე - გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა ერთი რამ შემდგარი ფაქტია - გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედანაა თავსმოხვეული და დაფინანსებული.

„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა ერთი რამ შემდგარი ფაქტია - ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი.

ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავსმოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობამ უპასუხა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებს, რომლებიც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობას შეეხებოდა. წერილში აღნიშნულია, რომ პეტერ ფიშერის მიერ საქართველოში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ძვირადღირებული ქონების ქირავნობის შესახებ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ წარმოადგენს.

ასევე, წერილში საუბარია, პეტერ ფიშერის საქართველოს მთავრობის წევრებთან და და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს, თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს შეხვედრები, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს