კახა კალაძე PACE-ს მომხსენებლების განცხადებაზე - ეს არის ორმაგი სტანდარტი - შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ქვეყნები, სადაც პარტიების აკრძალვა მოხდა და ამ გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ

ეს არის ორმაგი სტანდარტი - შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ქვეყნები, სადაც პარტიების აკრძალვა მოხდა და ამ გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ, თუნდაც ეს მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში, ფინეთში, გერმანიაში და ა.შ. რაც მათთვის მისაღები არ არის, გმობენ და ამბობენ, რომ თითქოს დემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ PACE-ს მომხსენებლების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლებმაც საქართველოში პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გააკრიტიკეს.

მისივე თქმით, მათი ყველა განცხადება საქართველოსთან მიმართებით დაფუძნებულია სიცრუეზე, რადგან საქართველო არის მოწინავე ქვეყანა წინ გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, განვითარებით.

„იგივე მოხდა ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს ადამიანები საქართველოს ხვალინდელ დღეს ებრძვიან. მათ უნდოდათ და ვერ მოახერხეს ამ ქვეყნის გამოყენება თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ჩვენი პოლიტიკით, პრაგმატული ნაბიჯებით, არ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოეყენებინათ და ქართველი ხალხის ინტერესები ფეხქვეშ გაეთელათ. მათი ყველა განცხადება საქართველოსთან მიმართებით, დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე. ხედავთ, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა წინ გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, განვითარებით. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე იწყება თავდასხმები ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა და ა.შ. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ ებრძვის ჩვენს ქვეყანას, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს