კახა კალაძე - ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება - ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია - საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია

ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი - ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ ელოდება ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის დაკავებას.

როგორც მან აღნიშნა, როცა საქმე ეხება ყოფილ თანაგუნდელებს, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია.

„ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას. ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიებაზე. შესაბამისად, წინასწარ მე რაიმე განმარტების გაკეთება აღნიშნულთან დაკავშირებით გამიჭირდება. ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია. საქმე როცა ეხება ყოფილ თანაგუნდელებს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია“,- განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა