„საკითხავის ფესტივალი“ დაიწყო! დაათვალიერეთ, რა დაგხვდებათ ადგილზე

„საკითხავის ფესტივალი“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ორგანიზებით წელს პირველად ტარდება. დღეიდან, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, „თბილისი მოლში“ ნამდვილი წიგნების დღესასწაული დაგხვდებათ.

„საკითხავის ფესტივალზე“ გელოდებათ ბევრი სიახლე, სასიამოვნო სიურპრიზები, გათამაშებები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები. შეგახსენებთ, რომ წელს, გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომელსაც ფესტივალით დააგვირგვინებს.

„თბილისი მოლში“ დიდი სივრცე მთლიანად „საკითხავის ფესტივალის“ აქტივობებს ეთმობა. დღეიდან, შეძლებთ ისარგებლოთ 30%-იანი ფასდაკლებით ყველა აქ წარმოდგენილ წიგნზე; დამატებით დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 30% „თიბისი ბანკის“ ახალი ბარათით გადახდისას, ქეშბექის სახით.

თაროები ასაკობრივადაა დალაგებული, რაც ამარტივებს სასურველი წიგნის პოვნას. ბავშვებისთვის საბავშვო ზონაა გამოყოფილი, საყვარელი გმირებით, თამაშებით და საოცარი თავგადასავლებით.

მოზარდებს დახვდებათ თანამედროვე სერიები, ბესტსელერები და ახალი წიგნები - ფასდაკლებით. მოზრდილები შეძლებენ შეარჩიონ კლასიკური და თანამედროვე რომანები, ფსიქოლოგიური, დოკუმენტური და სამოტივაციო გამოცემები, რომლებიც თქვენი სახლის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს.

ფესტივალისთვის სივრცე უკვე მზადაა! გელით, წიგნების ჯადოსნურ სამყაროში.

წიგნების კატალოგი სრულად იხილეთ ბმულზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება