მოემზადეთ Black Friday-ისთვის - შექმენით თქვენი ბიზნესის შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის ახალი ინიციატივების გაზიარებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შოპინგის დღისთვის - Black Friday-ისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნან და საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ.

23 ნოემბრამდე საქართველოს ბანკის პლატფორმა Ads მენეჯერზე შესაძლებელია 10X და 50X PLUS ქულების დაგროვების შეთავაზების შექმნა, რომელიც სრულად დაფინანსდება საქართველოს ბანკისგან.

შექმნილი შეთავაზების შესახებ ინფორმაცია კი საქართველოს ბანკის იმ არხებში გავრცელდება, რომელთაც 1 700 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. ესენია - საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp, Offers.bog.ge და სხვა.

ინფორმაციისთვის, დაფინანსებული შეთავაზებების შექმნას შეძლებთ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბიზნესი ფლობს საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდებს და ბოლო 3 თვის საშუალო თვიური ბრუნვა არ აღემატება 1 მილიონ ლარს.

10-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვების შეთავაზების ვადა განისაზღვრება 27 ნოემბრამდე, ხოლო 50-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება აქიური იქნება 28 ნოემბერს. თითოეული მომხმარებელი შეთავაზებების ფარგლებში შეძლებს დააგროვოს მაქსიმუმ 10 000 PLUS ქულა.

Ads მენეჯერზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება