საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედმა სათათბირო ორგანომ - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭომ ყოფილი სტაჟიორების საბოლოო შეფასება დაასრულა

გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედმა სათათბირო ორგანომ - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭომ ყოფილი სტაჟიორების საბოლოო შეფასება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების პროგრამა წარმატებით გაიარა 48 სტაჟიორმა.

„სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები და გამოცდები, ხოლო მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ.

სტაჟირების მიმდინარეობისას მიღებული შეფასებების გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან ჩატარებული გასაუბრების შემდეგ მოხდა სტაჟიორთა საბოლოო შეფასება.

საბჭოს მიერ გენერალური პროკურორს წარედგინა ყოფილი სტაჟიორების მონაცემები, რომლებიც ეტაპობრივად დაინიშნებიან პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე.

დღეისთვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების უმრავლესობა სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის, ყოფილი სტაჟიორები მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება