ამერიკული გამოცემები - აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა

აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემები Miami Herald-ი და Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, დარტყმები ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რომელიც ასევე იუწყება დაგეგმილი დარტყმების შესახებ, დარტყმების მიზანი სამხედრო ობიექტების განადგურება იქნება, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის გამოიყენება. აშშ-ში თვლიან, რომ ამ ნარკოტრაფიკით დაკავებულია ორგანიზაცია, რომელსაც ვენესუელელი დიქტატორი ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს და მისი რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების მიერ იმართება.

Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, ამერიკულმა დარტყმებმა „რამდენიმე დღეში ან თუნდაც საათში“ გაანადგურონ არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ ნარკოკარტელის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაც მოახდინონ.

Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში სამიზნეები განსაზღვრა, რომელთა შორის სამხედრო ობიქტებია, რომლებიც ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის გამოიყენება. თუ აშშ-ის ხელმძღვანელობა საჰაერო დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს, ეს მკაფიო სიგნალი იქნება ნიკოლას მადუროსთვის, რომ გადადგომის დრო მოვიდა.

Miami Herald-ის წყაროებმა უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, არის თუ არა სამიზნე თავად მადურო, მაგრამ ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ მისი დრო დასარულს უახლოვდება.

„მადურო შეიძლება მალე ხაფანგში აღმოჩნდეს და შეიძლება მალე აღმოაჩინოს, რომ ქვეყნიდან გაქცევა არ შეუძლია, რომც გადაწყვიტოს. რაც უარესია მისთვის, ახლა ერთ გენერალზე მეტია, ვისაც მისი დაკავება და გადმოცემა სურს, იმის სრულიად გააზრებით, რომ ერთია სიკვდილზე ისაუბრო, და მეორეა - მის მოახლოვებას ხედავდე“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის