ელგუჯა ხოკრიშვილი - თუ ვსაუბრობთ სისტემურ კორუფციაზე, რომელიც ბოლო პერიოდში ასეთი თვალნათელი გახდა, ასეთ სისტემურ კორუფციას ადგილი არ ჰქონია მაშინ, როცა საჯარო მოხელე ვიყავი, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ იყო ცნობილი

ასეთ სისტემურ კორუფციას ადგილი არ ჰქონია მაშინ, როდესაც მე საჯარო მოხელე ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ იყო ცნობილი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, გერმანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ კორუფციაზე, რომელიც ბოლო პერიოდში ასეთი თვალნათელი გახდა, ასეთ სისტემურ კორუფციას ადგილი არ ჰქონია მაშინ, როდესაც მე საჯარო მოხელე ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ იყო ცნობილი.

ცალკეული შემთხვევები შეიძლება იყო, მაგრამ ამისთვის არსებობს როგორც თვითონ სამინისტროში შიდა სტრუქტურები, რომლებიც მაკონტროლებელი არის და უნდა გააკონტროლოს რაიმე სახის გარიგება არ მოხდეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიასა და სამინისტროს თანამშრომელს შორის. მაგის გარდა, არსებობს ანტიკორუფციული სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ყველა კომპანიის მიერ მოგებულ ტენდერებს უწევდნენ მონიტორინგს.

თუ სადმე რამე შეიძლებოდა გაპარულიყო, რაღაც პერიოდის შემდეგ ხდებოდა მისი აღმოჩენა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მე რამდენიმე თვე მომიწია მუშაობა და ამ პერიოდის განმავლობაში იქ არსებული პრობლემები ჩემთვის ცნობილია. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი შედეგი დადებულიყო ანუ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჩაებარებინა ხარისხიანი პროდუქტი. აქ ლაპარაკია გზებზე, წყალგაყვანილობაზე, წყალარინების სისტემებზე და ა.შ. კომპანიებს არ ჰქონდათ ის ფინანსური რესურსი, რომ ვადებში და ხარისხიანად ემუშავათ და ამაზე იყო პრობლემები და ვცდილობდით, რომ სისტემურად მოგვარებულიყო ეს პრობლემა“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება