დღეს კათოლიკური სამყარო ყველა წმინდანის დღეს ზეიმობს.
ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ყველა წმინდანის დღე განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც კათოლიკეები ყველა წმინდანის, ცნობილის თუ უცნობის პატივსაცემად აღნიშნავენ. იგი პირველად 609 წელს იზეიმეს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.