მარკ კარნის განცხადებით, ტარიფების საწინააღმდეგო პოლიტიკური რეკლამის გამო, დონალდ ტრამპს მოუბოდიშა

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, მან ბოდიში მოუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტარიფების საწინააღმდეგო პოლიტიკური რეკლამის გამო და ონტარიოს პრემიერ-მინისტრ დაგ ფორდს სთხოვა, აღარ გაუშვას ის, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კარნის თქმით, მან ბოდიში პირადად მოუხადა ტრამპს, როდესაც ისინი ოთხშაბათს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ვახშამს დაესწრნენ.

„ბოდიში მოვუხადე პრეზიდენტს. ფორდს ვუთხარი, რომ რეკლამის [გაშვების] გაგრძელება არ მინდოდა“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რეკლამაში გამოყენებულია ნაწყვეტი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სიტყვით გამოსვლიდან, რომელიც ამბობს, რომ ტარიფები იწვევს სავაჭრო ომებს და ეკონომიკურ კატასტროფას.საპასუხოდ, ტრამპმა გამოაცხადა, რომ ის ზრდის ტარიფებს კანადიდან შემოტანილ საქონელზე და ასევე ვაშინგტონმა კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს