შსს - 2025 წლის პირველ 9 თვეში 40 464 დანაშაული აღირიცხა, რაც წინა წლის მაჩვენებლზე 2,26%-ით მეტია

მიმდინარე წლის 9 თვეში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 40 464 ფაქტს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით 2,26%-ით მეტია.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს ¬– 67,25%-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. თავად რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა კი 40 464 ფაქტს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით, დანაშაულების გამოვლენის ზრდისა და პოლიციის მხრიდან გააქტიურებული ბრძოლის პროპორციულად, მომატებულია მხოლოდ 2,26%-ით.

ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ინტენსიურ რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 9 თვეში ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა 46,92%-ით არის გაზრდილი და ჯამში გამოვლენილია 7 199 ფაქტი. ამასთან, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის 660 ფაქტი გამოვლინდა.

75%-იანი ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით, როგორიცაა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულები, ასევე, 33%-იანი ზრდა ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების მიმართულებითაც.

2025 წლის ბოლო ცხრა თვის მონაცემებით შემცირებულია ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: ბინიდან ქურდობა, ყაჩაღობა, თაღლითობა და გამოძალვა.

ასევე შემცირებულია, განზრახ მკვლელობების რაოდენობა. მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია ფიქსირდება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებისკუთხით - აღნიშნული დანაშაულების მაჩვენებელი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით , 4,48%-ით შემცირდა.

შემცირებულია სქესობრივი დანაშაულების რაოდენობაც ¬– გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2025 წელს დაფიქსირდა 121 ფაქტით ნაკლები. ასევე, შემცირებულია კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგის, მათ შორის არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტების რაოდენობა.

2025 წლის ცხრა თვეში, გასულ 2024 წელთან შედარებით, გაზრდილია სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის 181 ერთეულით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი