ვიქტორ ორბანი - დონალდ ტუსკი ომის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი  წამქეზებელი გახდა - მან პოლონეთი ბრიუსელის ვასალად აქცია

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უნგრეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი შეტევა წამოიწყო, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ტუსკი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ქვეყნის შიგნით დიდ პრობლემებშია - მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, მისი მთავრობა არასტაბილურია და გამოკითხვების თანახმად, მისი რეიტინგი მცირეა.

„მანფრედ ვებერთან ერთად, ის ომის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი წამქეზებელი გახდა ევროპაში - თუმცა მისი ომის პოლიტიკა წარუმატებელია: უკრაინას ევროპული ფული ეწურება, პოლონელი ხალხი კი ომისგან დაიღალა. მას არ შეუძლია კურსის შეცვლა, რადგან პოლონეთი ბრიუსელის ვასალად აქცია. ის ახლა პანიკაშია, დევნის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს და აკრიტიკებს უნგრეთის მშვიდობიან პოზიციას, რათა ყურადღება საკუთარი შიდა პრობლემებიდან გადაიტანოს. ეს ძალიან სამწუხაროა“, - აცხადებს ორბანი.

მისი მტკიცებით, უნგრეთი სხვა გზას მისდევს - მშვიდობის გზას.

„უნგრელი ხალხი უარს ამბობს ბრიუსელის ვასალად ქცევაზე. დროა, ბატონი ტუსკი ამას შეეგუოს და საკუთარ საქმეს მიხედოს“, - აღნიშნა ორბანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი