კობა გაბუნიას ადვოკატი - არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც სანაცვლოდ თავისუფლება მოიპოვეს და თქვეს, თითქოს კობა გაბუნიამ რაღაც დავალებები გასცა, მაგრამ ასეთი მტკიცებულება საქმეში არ დევს - ბრალდების გადატანა უნდათ სხვებზე

არის განთქმა მოწმეთა ჩვენებების, რომლებმაც ამის სანაცვლოდ თავისუფლება მოიპოვეს და თქვეს, რომ თითქოს კობა გაბუნიამ რაღაც დავალებები გასცა. მაგრამ ასეთი მტკიცებულება საქმეში

არ დევს. ბრალდების გადატანა უნდათ სხვებზე, ასეთ ფაქტს კი ადგილი არ ჰქონია, თავისი თანამდებების ფარგლებში მოქმედებდა",-

თუ მოტივი არ გაქვს დადგენილი, თუ რა ამოძრავებდა ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა აბსურდად მიგვაჩნდა,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილეს კობა გაბუნიას, ადვოკატმა გოჩა კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კობა გაბუნია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.

„კობა გაბუნიასთვის წარდგენილი ბრალდებიდან გამოიკეთა ის, რომ არის განთქმითი ჩვენებები, ასახელებენ თითქოს და კობა გაბუნია დავალებას აძლევდა, ავანსებთან დაკავშირებით ფონდის ხელმძღვანელობას. გარდა ამისა, ის პირები, რომელთა მიმართაც უკვე გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება, გარეთ არიან, უმრავლესობა. ამიტომ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თავისუფლების სანაცვლოდ მათ მისცეს ისეთი ჩვენება, რომ დღეს გამოიყენეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ბრალდების მხარემ განმარტა, ამ პატიმრობით, მოტივები უნდა დავადგინოთო. თუ მოტივი არ გაქვს დადგენილი, თუ რა ამოძრავებდა ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა აბსურდად მიგვაჩნდა.

არის განთქმა მოწმეთა ჩვენებების, რომლებმაც ამის სანაცვლოდ თავისუფლება მოიპოვეს და თქვეს, რომ თითქოს კობა გაბუნიამ რაღაც დავალებები გასცა. მაგრამ ასეთი მტკიცებულება საქმეში არ დევს. ბრალდების გადატანა უნდათ სხვებზე, ასეთ ფაქტს კი ადგილი არ ჰქონია, თავისი თანამდებების ფარგლებში მოქმედებდა",- განაცხადა გოჩა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს