ტუაფსეს პორტში დრონით თავდასხმის შედეგად რუსულ ნავთობტანკერს ხანძარი გაუჩნდა

რუსეთში, ტუაფსეს პორტში დრონით თავდასხმის შედეგად რუსულ ნავთობტანკერს ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას Reuters-ი კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტუაფსეს პორტში, დრონის ნაწილები ნავთობტანკერს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟი ევაკუირებულია“, - განაცხადა კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციამ.

კრასნოდარის ადმინისტრაციის ცნობით, დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურაც დაზიანდა.

ასევე, იერიშის შედეგად ტუაფსეს მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობა და რკინიგზის სადგური დაზიანდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს