პარლამენტთან ამ დროისთვის ექვსი პირი შიმშილობს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე, რომელიც რამდენიმე აქტივისტთან ერთად შიმშილობას განაგრძობს, აღნიშნავს, რომ კიდევ ერთმა აქციის მონაწილემ მიმართა შიმშილობას, ჯამში კი 6 პირი შიმშილობს.

მისივე თქმით, მოშიმშილე აქტივისტები თავს კარგად და მხნედ გრძნობენ.

„ჯერჯერობით აქციის მონაწილეები თავს კარგად ვგრძნობთ, მხნედ ვართ. მოგვემატა კიდევ ერთი აქციის მონაწილე, ქალბატონი, რომელმაც თვითონ გამოთქვა სურვილი ჩვენთან ერთად ყოფნის.

ეს ჩემთვის ძალიან კარგი ნიშანია. ზოგადად, მგონია, რომ შიმშილობის აქცია მაგალითია დღეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს, რა ფრომით შეიძლება გავაპროტესტოთ არსებული რეჟიმი და ეს უსამართლობა, რაც ხდება. ამ ვითარებაში შიმშილობის აქცია არის აბსოლუტურად ადეკვატური", - აღნიშნავს გედევან ფოფხაძე.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს