ირანის პრეზიდენტი - ბირთვულ ობიექტებს აღვადგენთ

ბირთვულ ობიექტებს აღვადგენთ, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

„შენობებისა და ქარხნების განადგურება ჩვენთვის პრობლემა არ იქნება, ჩვენ მათ უფრო ძლიერად აღვადგენთ“, - განაცხადა ფეზეშქიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნა არ სურს.

„ამ ყველაფრის მიზანი ხალხის პრობლემების მოგვარებაა. ეს ყველაფერი ხალხის ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად არის განკუთვნილი“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა ივნისში ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ თეირანი ბირთვულ ობიექტებს აღადგენს, მაშინ აშშ ახალ დარტყმებს განახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს