დიდი ბრიტანეთის პოლიცია მატარებელში მომხდარ დანით თავდასხმას ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილავს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია მატარებელში მომხდარ დანით თავდასხმას ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ოფიცერზე, ჯონ ლავლესზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ოფიცრის, ჯონ ლავლესის ცნობით, კემბრიჯშირში, მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 10 ადამიანიდან, ორის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„თავდაპირველად, გამოძიება კონტრტერორისტულ სამსახურთან ერთად მიმდინარეობდა. თუმცა, ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტერორისტული ინციდენტია“, - აღნიშნა ლავლესმა პრესკონფერენციაზე.

ასევე, ლავლესის განცხადებით, პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა, 32 წლის შავკანიანი ბრიტანეთის მოქალაქე და 36 წლის კარიბული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს