ნიგერიის პრეზიდენტი - მივესალმებით აშშ-ის დახმარებას, იმ პირობით, თუ ის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს

ნიგერია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აშშ-ის დახმარებას მიესალმება, - ამის შესახებ ნიგერიის პრეზიდენტის, ბოლა ტინუბუს პრესსპიკერმა, დანიელ ბვალამ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს ნიგერიაში „ქრისტიანების მკვლელობის“ გამო სამხედრო მოქმედების მომზადება დაავალა.

„ჩვენ მივესალმებით აშშ-ის დახმარებას, იმ პირობით, თუ ის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ლიდერები შეხვდებიან, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას უკეთესი შედეგები ექნება“, - განაცხადა დანიელ ბვალამ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „თუ ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობის დაშვებას გააგრძელებს, მაშინ აშშ ნიგერიის დახმარებას დაუყოვნებლივ შეაჩერებს“.

„ომის დეპარტამენტს ვავალებ, რომ მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. თუ ჩვენ შეტევას განვახორციელებთ, ეს სწრაფი და სასტიკი იქნება. ნიგერიის მთავრობამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს