პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეებმა ლოზუნგით „დედები თავისუფლებისთვის“ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც მანიფესტი წაიკითხეს და განაცხადეს, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულ სამართალდამცველებს მოუწოდებენ, რომ „გაბედონ და ხალხის მხარეს გადმოვიდნენ“.

„გამარჯვება მხოლოდ ჩვენია, საქართველო ჩვენია",-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი განმარტებით, ხელისუფლებას ძალიან ეშინია ქართველი ქალების. მათივე თქმით, ფრთხილად უნდა იყოს „ქართული ოცნება“, რადგან ქართველი დედები საკუთარი შვილებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

აქციის მონაწილეები ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია 340 დღეა მიმდინარეობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება