პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლა

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი გაათავისუფლეს, რომელიც მანამდე აქციის მონაწილეებს ჰქონდათ გადაკეტილი. საპასუხოდ, აქციის მონაწილეებმა მათ მიმართეს: "რუსებო, რუსებო!".

სამართალდამცველები გზის გადაკეტვაში მონაწილე მომიტიგეებს ე.წ სამხრე კამერებით იღებდნენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან

მანიფესტი წაიკითხეს, შემდეგ კი გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. მათ სამართალდამცველებმა რამდენჯერმე მოუწოდეს, გაეთავისუფლებინათ გზა და პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დამორჩილებოდნენ. აქციის მონაწილეეები სკანდირებდნენ: "წადი, წადი, ბრძოლა ბოლომდე! საქართველო აჯანყდი, ცეცხლი ოლიგარქიას".

აქციის მონაწილეები ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა