სერბეთის პოლიციამ ბელგრადში, პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის 37 მონაწილე დააკავა

სერბეთის პოლიციამ ბელგრადში, ეროვნული კრების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის 37 მონაწილე დააკავა.

მედიის ინფორმაციით, სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები „არასანქცირებული საპროტესტო აქციის დროს მშვიდობისა და წესრიგის დარღვევაში“ მონაწილეობდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოავლინეს და დააკავეს 37 პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ ეროვნული კრების წინ არასანქცირებული საპროტესტო აქციის დროს მშვიდობისა და წესრიგის დარღვევაში“, - ნათქვამია სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ბელგრადში გამართულ აქციაზე სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია შაბათს დაიძაბა, როდესაც სერბეთის ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. 2024 წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ჭერი ჩამოინგრა და მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევის შემდეგ სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციას ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა. დააკავეს მშენებლობის მინისტრი და კიდევ 12 პირი. საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა და ის პერიოდულად კვლავ იმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება