ბელგიის თავდაცვის მინისტრი - ბელგიის სამხედრო ბაზების თავზე დრონები ჯაშუშობისთვის დაფრინავენ, ისინი F-16-ების შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აგროვებენ

ბელგიის სამხედრო ბაზების თავზე მფრინავი დრონები გამანადგურებლებისა და საბრძოლო მასალის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, - ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა განაცხადა.

„ისინი დაფრინავენ ჯაშუშობისთვის, F-16-ების ადგილმდებარეობის, საბრძოლო მასალის ადგილმდებარეობის და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დასაფიქსირებლად“, - აღნიშნა ფრანკენმა.

ბელგიამ ქალაქ პიერში მდებარე ნატო-ს კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის თავზე დრონების ფრენის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ გამოძიება დაიწყო. Politico-ს ცნობით, იქ განლაგებულია ამერიკული წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ.

„რუსები ცდილობენ ამის გაკეთებას (საჰაერო სივრცეში შეჭრას) ყველა ევროპულ ქვეყანაში“, - აღნიშნა ფრანკენმა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ვერ იტყვის, დგას თუ არა მოსკოვი კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის უკან, „თუმცა, მოტივები ნათელია და ასეთი ქმედებების ჩადენის საშუალებებიც აბსოლუტურად ნათელია“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს