„საქართველოს ბანკი“ - მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი - ინოვაციური ფინანსური სერვისების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია მომენტალური გადარიცხვის ფუნქციონალი, რომლითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით, სხვა ქართულ ბანკებში თანხა ეროვნულ ვალუტაში, ევროსა და დოლარში მომენტალური ასახვით გადარიცხონ.
ამ ეტაპზე, მომენტალური გადარიცხვის სერვისი სრულად ინტეგრირებულია ბაზის ბანკთან, ამასთანავე, სისტემის დანერგვა სხვა ბანკებთან უკვე დაწყებულია.
ახალი სერვისი მომხმარებელს გადარიცხვების შესრულებისას კომფორტს სთავაზობს და არსებული ალტერნატივებისგან რამდენიმე ასპექტით განსხვავდება:
„საქართველოს ბანკისთვის თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის შექმნა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. მომენტალური გადარიცხვების ფუნქციონალის დანერგვა სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალ ციფრულ შესაძლებლობებზე, რათა ბანკის მომხმარებლებს ფინანსური ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა ნებისმიერ დროსა და ადგილას ჰქონდეთ“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
გადარიცხვების შესრულებისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი.
(R)