ვაკო ავალიანი კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დაინიშნება

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემიხეილ ყაველაშვილს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ვარლამ (ვაკო) ავალიანის კანდიდატურა წარუდგინა.

შესაბამის განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, რომელიც 29 ოქტომბრით თარიღდება.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „." ქვეპუნქტისა და „,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ნოემბრიდან კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ვარლამ ავალიანის კანდიდატურა“, - ნათქვამია განკარგულებაში.

ცნობისთვის, ვაკო ავალიანს „რუსთავი 2“ - ის დირექტორის პოსტი 2021 წლიდან ეკავა და ის მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება